პუტინთან ვახშმის გამო, ორნელა მუტის 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ორნელა მუტის 8 თვით თავისუფლების აღკვეთა იმის გამო მიუსაჯეს, რომ 2010 წელს თეატრის ხელმძღვანელობა მოატყუა. მაშინ მას სპექტაკლში მთავარი როლი უნდა ეთამაშა, თუმცა პრემიერის დღეს სცენაზე არ გავიდა და თეატრის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ შეუძლოდ გახდა. იმისათვის, რომ ჯარიმის გადახდა არ სურდა, ორნელა მუტიმ ყალბი სამედიცინო ცნობა მიიტანა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მსახიობი რუსეთში, ვლადიმერ პუტინთან საქველმოქმედო ვახშამზე გაემგზავრა.
ჩატარებული შემოწმების შედეგად, ორნელა მუტი თაღლითობაში დაადანაშაულეს. სასამართლომ მას რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც მოგვიანებით 30 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით შეუცვალეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები