პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის „საპატიო“ წევრობაზე უარს ამბობენ

ბუკინგემის სასახლეში დიდი ძვრებია – გუშინ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი აპირებენ სამეფო ოჯახის საპატიო წევრობაზე უარი თქვან და შემოსახვლის მისაღებად, იმუშავონ.

“ჩვენ გვინდა უარი ვთქვათ სამეფო ოჯახის “საპატიო” წევრობაზე და ვიმუშავოთ, რათა დამოუკიდებლები გავხდეთ, ამავდროულად კი გავაგრძელებთ მისი უდიდებულესობის, დედოფლის მხარდაჭერას.

ბოლო წლებში თქვენი მხარდაჭერის დამსახურებაა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მოვახერხეთ”, – აცხადებენ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი.

მათი თქმით, ისინი გეგმავენ, რომ დრო თანაბრად გაატარონ დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ამასთანავე კი გააგრძელებენ “დედოფლისა და ინგლისის სახელმწიფოს პატივისცემას”.

“ეს გეოგრაფიული წონასწორობა საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ვაჟი სამეფო ტრადიციებით ღირსეულად აღვზარდოთ და ამავდროულად უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ოჯახს მივცეთ სათანადო სივრცე, რათა შევძლოთ კონცენტრაცია ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე, რომელშიც ქველმოქმედება მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს”.

კომენტარები

სხვა სიახლეები