ელიზაბეტ მეორის ვაჟი, პრინცი ჩარლზი ნახატების წყალობით ცნობილი გახდა. როგორც აღმოჩნდა, პრინცს განსაკუთრებით აკვარელით ხატვა იტაცებს.
როგორც ბრიტანული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წერენ, ჩარლზი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხატვარი გახდა. ჰობი ხატვის მიმართ პრინცს ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ გაუჩნდა.
მისი ნამუშევრები საკმაოდ კარგ ფასად იყიდება და პრინცი ხატვის მეშვეობით მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებს.
როგორც The Telegraph-ი იტყობინება, ჯერ კიდევ 1997 წელს ჩარლზმა ნახატებით 3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ნახატებიდან შემოსულ თანხას პრინცი საქველმოქმედო ორგანიზაციას ურიცხავს.
სხვა სიახლეები