პორტუგალიის ერთ-ერთ აეროპორტს კრიშტიანუ რონალდუს სახელს მიანიჭებენ

პორტუგალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მადეიროს კუნძულის აეროპორტს ამ კუნძულზე დაბადებულს, მადრიდის „რეალის“ და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს სახელი მიენიჭება.
ცერემონიას თავად რონალდუც დაესწრება.
ქალაქ ფუნშალში უკვე დგას რონალდუს ბრინჯაოს ქანდაკება, ასევე არის მუზეუმი და სასტუმრო, რომელიც CR7-ის, ანუ რონალდუს შემოკლებულ სახელს ატარებს.
ამასთანავე ადგილობრივი ხელისუფლების ნაწილი აეროპორტის გადარქმევის იდეას აპროტესტებს და აცხადებს, რომ „სასტუმრო და მუზეუმიც საკმარისია“.

კომენტარები

სხვა სიახლეები