აშშ-ში პოლიციამ 13 წლის შეუიარაღებელ ბავშვს ესროლა

აშშ-ში, ბალტიმორში, ოფიცერმა 13 წლის ბავშვს, გაფრთხილების შემდეგ ესროლა. ბიჭს ხელში პნევმატური იარაღი ეჭირა, რომელიც ნამდვილს ძალიან ჰგავდა. გამომძიებლები მომხდარის გარკვევას ცდილობენ.
როგორც „ფიფოლითთან“ კომისარი კევინ დევისი აცხადებს, ბავშვი პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა, ოფიცერმა სიტყვიერად გააფრთხილა ეჭვმიტანილი და შემდეგ ფეხებში ესროლა.
„პოლიციას სხვა გზა არ ჰქონია, ჩემი თვალით ვნახე მოზარდის იარაღი და ის ერთი-ერთში ნამდვილს ჰგავს, ბიჭი სამართალდამცველებს უნდა დამორჩილებოდა“. ოფიცერს არ ემუქრება სასჯელი, მას უფლებამოსილებისთვის არ გადაუჭარბებია. პრესამ ეს ინციდენტი უბედურ შემთხვევად შეაფასა.

კომენტარები

სხვა სიახლეები