პირველად ისტორიაში – დაბნელების დროს მთვარეს მეტეორიტი დაეცა

რამდენიმე დღის წინ მოსახლეობამ “სუპერ სისხლისფერი მთვარის” დაბნელება იხილა. ეს უიშვიათესი ასტრონომიული მოვლენა მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწასთან ჩვეულებრივზე ახლოს არის და ოდნავ უფრო დიდი და კაშკაშა ჩანს. ამ მოვლენას სუპერმთვარეს უწოდებენ. როცა მთვარის სრული დაბნელებაც ემთხვევა, მთვარე მოწითალო, სპილენძისფერ ნათებას იღებს, რადგან მისი ზედაპირი დედამიწის ჩრდილქვეშ ექცევა. ამ მოვლენას სისხლისფერ მთვარეს ეძახიან. ამ უიშვიათეს მოვლენასთან ერთად, პირველად ისტორიაში დაბნელებულ მთვარეს მეტეორიტი დაეცა. გრიფიტის ობსერვატორიის ვიდეოში წამიერი, კაშკაშა ნათება მთვარის მარცხენა ქვედა კუთხეში ჩანს. ამ მოვლენის ვიდეოზე აღბეჭდვა მრავალმა ადამიანმა შეძლო.

 

 

სოფიო რატიშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები