პითაგორას კვადრატის გამოყვანა

მოდით, ჯერ დავიწყოთ იმით, თუ რა არის ნუმეროლოგია.
ეს არის მეცნიერება ციფრებზე. იმაზე, თუ რა საიდუმლოს მალავენ. ყოველ ციფრს (1-დან 9-მდე) აქვს თავისი დანიშნულება და აზრი. ნუმეროლოგიის დახმარებით შეგვიძლია საკმაოდ ბევრი რამ გავიგოთ საკუთარ თავზე, მეგობრებსა და ნაცნობებზე. მოკლედ, ამის ახსნით თავს დიდად არ შეგაწყენთ, არსი საკმაოდ მარტივი გასაგებია. დღეს წარმოგიდგენთ ნუმეროლოგიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო გამოთვლას, რომელსაც პითაგორას კვადრატი ჰქვია. მაშ ასე, მოამზადეთ კალამი, ფურცელი და დავიწყოთ!
მაგალითად, თქვენ დაიბადეთ 11.07.1953 :
1) ვაჯამებთ ყველა ციფრს: 1+1+7+1+9+5+3=27
2) მეორე ციფრი იქნება პირველი რიცხვის ციფრების ჯამი: 2+7=9
3) მესამე ციფრის მისაღებად დავუბრუნდეთ დაბადების დღის თარიღს და დავიმახსოვოთ პირველი ციფრი (ჩვენს მაგალითში 1), რომლის 2-ზე ნამრავლი უნდა გამოვაკლოთ პირველ რიცხვს (27):
27- (1×2)=27-2=25
4) მეოთხე ციფრი არის მესამე რიცხვის ციფრების ჯამი: 2+5=7
ახლა ჩამოვწეროთ დაბადების თარიღის ციფრები მიღებულ ოთ რიცხვთან ერთად (გამოვტოვებთ მხოლოდ 0):
1 1 7 1 9 5 3 2 7 9 25 7
ახლა კი ვადგენთ ცხრილს, სადაც მითითებულია რომელ გრაფაში რომელი ციფრი ჩავსვათ:

პითაგორას კვადრატის გამოყვანა

ჩვენს შემთხვევაში ტაბულა უნდა შეივსოს შემდეგი ციფრებით: 11.07.1953.27.9.25.7 რომლებიც უნდა დავაჯგუფოთ:

პითაგორას კვადრატის გამოყვანა

( გრაფა 4,6,8 გამოტოვებულია იმიტომ, რომ ჩვენს მაგალითში ეს ციფრები არ გვაქვს)
განმარტება:
გრაფა #1 (ეგო)
ერთიანების არქონა ნიშნავს, რომ ადამიანი დამყოლი, ჩუმი და ჩაკეტილია;
1. ეგოისტი ადამიანი. მას უნდა თავისი ეგოიზმის დაოკება, მაგრამ არ იცის თუ როგორ მოახერხოს ეს;
11. ლიდერი, რომელსაც მიჰყავს ბრბო, მაგრამ ღმერთმა იცის სად!
111. გადამწყვეტი, ძლიერი, ნებისყოფიანი პიროვნება. დროდადრო ვარდება დეპრესიაში;
1111. ლიდერი, რომელიც სარგებლობს დიდი ავტორიტეტით;
11111. დიქტატორი – საოცრად მიზანდასახული და უმოწყალო;
111111. ასეთი ადამიანი ნათესავებისა და ახლობლებისთვის ყველაფერზე არის წამსვლელი, მაგრამ მათგანაც იგივეს მოითხოვს.

გრაფა #2 (ადამიანის ენერგეტიკული მაჩვენებელი)
ორიანების არქონის შემთხვევაში ადამიანს ძალიან სუსტი ენერგია აქვს ( შეიძლება არაფერი სტკივა, მაგრამ ძალაც არ აქვს);
2. ასეთი ადამიანი ენერგიის ნკლებობას განიცდის, უჭირს ატმოსფეროს შეცვლა. აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა და ენერგიის აღდგენა.
22. ენერგეტიკულად ძლიერი ადამიანი. აქვს მკურნალის ყველა თვისება;
222. ძლიერი ექსტრასენსორული შესაძლებლობების მქონე პიროვნება (საჭიროა ამ ნიჭის განვითარება);
2222-22222. ადამიანს უჭირს თავის გაკონტროლება (ენერგეტიკული გადატვირთვის გამო).

გრაფა #3 (წესიერება, სისუფთავე)
სამიანების არქონა მეტყველებს ძალიან პუნქტუალურ და აკურატულ ადამიანზე, რომელიც თავისი ლაპარაკის მანერით სხვებისაგან გამოირჩევა;
3. პიროვნება წუხს, როცა ხედავს აურზაურს, მაგრამ სიტუაციის მოწესრიგება ხშირად ეზარება;
33. ადამიანს აქვს ლოგიკის კარგი უნარი. კარგად ითვისებს ზუსტი მეცნიერებებს;
333. ასეთი ადამიანი კარგი „გამომძიებლია“;
3333-33333. საკმაოდ იშვიათი კომბინაციაა. ძალზედ საქმიანი, მაგრამ ზედმეტად პრინციპული პიროვნება.

გრაფა #4 ( ჯანმრთელობა, სექსი)
ოთხიანების არქონა მიუთითებს სუსტი ჯამრთელობის ადამიანზე, რომლის ლიბიდოს დონე დაბალია;
4. კარგი ჯანმრთელობის, ტემპერამენტიანი ადამიანი. მას სჭირდება მოწესრიგებული სექსუალური ცხოვრება;
44. ძლიერი სექსუალური ენერგიის მქონე ადამიანი, რაც ოჯახში უჩენს ცოტაოდენ სირთულეს;
444. გამორჩეულად მიმზიდველი ადამიანი.

გრაფა #5 (ინტუიცია)
ხუთიანების არქონა მიუთითებს ადამიანზე, რომელსაც ინტუიციის დაბალი დონე აქვს. ის დაყრდნობილი უნდა იყოს მხოლოდ საღ აზრზე;
5. ასეთ ადამიანს აქვს კარგად განვითარებული ინტუიცია;
55. მარტივად შეუძლია ადამიანის „გაშიფვრა“;
555. პოტენციური წინასწარმეტყველი;
5555. ძლიერი ექსტრასენსორული შესაძლებლობების მქონე ადამიანი.

გრაფა #6 (მიმზიდველობა, კომუნიკაცია)
ექვსიანების არქონა მიგვანიშნებს, რომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა რთულია;
6. საკმაოდ მიმზიდველია, განეკუთვნება ეპატაჟურ ტიპს;
66. მომხიბვლელი ტიპაჟია, რასაც კარგად იყენებს;
666. ძალზედ სექსუალური და მიმზიდველი ადამიანი.
6666. ასეთი ადამიანი წინა ცხოვრებაში ზედმეტად იყო მიჯაჭვული მატერიალურ კეთილდღეობას. ის მუდამ შრომაშია ჩართული და ეს მძიმე ტვირთად არ ეჩვენება.

გრაფა #7 (შესაძლებლობები, ტალანტი)
შვიდიანების არქონა მიუთითებს, რომ ადამიანი ტალანტით დიდად არ გამოირჩევა.
7. ადამიანი ნიჭიერია, მაგრამ ამ ნიჭს სჭირდება განვითარება;
77. ტალანტური ადამიანი, რომელსაც აქვს არაერთი შესაძლებლობა;
777. ჭკვიანი, ნიჭით უხვად დაჯილდოებული ადამიანი, მაგრამ სამწუხაროდ, ჰყავს ბევრი მტერი.
7777. ანგელოზის ნიშანი. ადამიანი კვდება ჩვილობაში. თუ გადარჩა, მის სიცოცხლეს მუდმივად საფრთხე დაემუქრება.

გრაფა #8 (ფული, სტაბილურობა)
რვიანების არქონა ნიშნავს, რომ ადამიანი ზარმაცი და უპასუხისმგებლოა. ურჩევნია სხვამ არჩინოს, ვიდრე თვითონ იმუშაოს;
8. პუნქტუალური პიროვნება. ძალიან უყვარს წესრიგი. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა;
88. საქმიანი ადამიანი. იქმნის კარგ კარიერას;
888. წარმატებული, საქმიანი პიროვნება.
8888. ციფრების ასეთი განლაგება მხოლოდ 1988 წელს ემთხვევა. ადამიანი პარანორმალური შესაძლებლობებით გამოირჩევა.

გრაფა #9 (ჭკუა)
ცხრიანების არქონა მიუთითებს ადამიანზე, რომელსაც სწავლა არ სურს;
9. საშუალო გონებრივი განვითარების ადამიანი;
99. ინტელექტუალური ადამიანი;
999-9999. ტალანტური, ძალიან ჭკვიანი ადამიანი, კარგი და საინტერესო მოსაუბრე.
9999. უმაღლესი ინტელექტის მქონე ადამიანი. ის ხშირად უხეში და პირდაპირია. დასახულ მიზანს თითქმის ყოველთვის აღწევს.

რა თქმა უნდა, ამ გამოთვლაში შეიძლება არაერთი უზუსტობა იყოს და აქ სრულ ჭეშმარიტებას ვერ ამოიკითხავთ, მაგრამ ალბათ დაგვეთანხმებით, რომ საკმაოდ საინტერესოა!

მოამზადა ნიკა დვალიშვილმა
ჟურნალი “ასტრო News” #1 (ოქტომბერი, 2013)

კომენტარები

სხვა სიახლეები