პიანისტ ნინო სამნიაშვილის მამის გადასარჩენად, ხვალ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

ქართველი პიანისტის, ნინო სამნიაშვილის მამა უკვე წელიწადზე მეტია, მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის. ხვალ, 22 სექტემბერს, 19:00 საათზე, ნინო, მის მეგობრებთან ერთად, მამის გადასარჩენად, საქველმოქმედო კონცერტს მართავს.
ოჯახმა სრულად ამოწურა მკურნალობის სახსრები და მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერასა და უფლის წყალობასაა მინდობილი. მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
ნინოს მამის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარი მნიშვნელოვანია. კონცერტზე დასწრება თავისუფალია. დახმარების მსურველებს შეეძლებათ, სასურველი თანხა დარბაზში განთავსებულ საქველმოქმედო ყუთებში მოათავსონ. საქველმოქმედო კონცერტი 22 სექტემბერს, 19:00 საათზე, გუდიაშვილის ქუჩა #7-ში, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება. (საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი არის რუსთაველზე, ქაშუეთის ტაძრის უკან. გუდიაშვილის 7 ნომერში)
თითოეული თქვენგანის მოსვლა კონცერტზე, თანადგომა და თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარი უმნიშვნელოვანესია ნინოს მამის გადასარჩენად. გთხოვთ მობრძანდეთ.
დახმარების მსურველებს თანხის გადმორიცხვა ასე შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

#GE35BG0000000161372872 საქართველოს ბანკი
მიმღები – ნინო სამნიაშვილი
#GE51LB0711191483692000 ლიბერთი ბანკი
პირადი ნომერი #18001028847 ნინო სამნიაშვილი
Leonid Chernovetskyi სოლიდარობის ქსელი / Solidarity Network

კომენტარები

სხვა სიახლეები