პატიმარი და ციხის თანამშრომელი ქალი თურქეთში გაიპარნენ

24 წლის კრისტი დევიდსონი შოტლანდიიდან საყვარელ ადამიანთან ერთად თურქეთში გაიპარა რითიც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
საქმე იმაშია, რომ ლამაზმანი დასავლეთ ლოტიანში, ციხეში მუშაობდა, ხოლო მისი შეყვარებული ამავე ციხის პატიმარი იყო.
რამდენიმე დღით ადრე კრისტიმ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, ხოლო მისმა შეყვარებულმა ზუსტად იმ დღეებში დატოვა საპატიმრო. აღმოჩნდა, რომ წყვილი ურთიერთობას ბოლო მომენტამდე მალავდა. ინფორმაცია მათი რომანის შესახებ, მხოლოდ მას მერე გახდა ცნობილი, რაც კრისტიმ სოციალურ ქსელში, თურქეთში გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა, სასჯელაღსრულების თანამშრომლისა და პატიმრის ფარულ რომანთან დაკავშირებით, შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. ამასობაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალი კოლეგების მხრიდან გაკიცხვის ობიექტიც გახდა. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ციხის შტატიანი თანამშრომელი მათ ზურგს უკან პატიმართან ურთიერთობაში იმყოფებოდა. თავად კრისტი კი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს და შეყვარებულთან ერთად მოგზაურობით ტკბება. მან ჯეიმი ბანტინგთან გადაღებულ ფოტოს შემდეგი წარწერა დაურთო – „ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო ორი კვირაა“.

კომენტარები

სხვა სიახლეები