ქალების „მეგობრობა“ ხშირად ამოუცნობ ფენომენად იქცევა ხოლმე. ასე, პატარძალმა გადაწყვიტა თავისი ახლო დაქალი იმის გამო არ მიეწვია ქორწილში, რომ მას ზედმეტად დიდი მკერდი აქვს. პატარძალმა ამის შესახებ საიტ Reddit-ზე ანონიმურად დაწერა.
ქალი ამბობს, რომ მის მეგობარ ერინს ჰორმონალური აშლილობა აქვს და ამის გამო, მისი მკერდი უზარმაზარი გახდა. ის ასევე აღნიშნავს, რომ ერინს ოჯახმა და ახლობლებმა რამდენჯერმე მიანიშნეს მას მკერდის დაპატარავების აუცილებლობაზე, თუმცა გოგონას ოპერაციების ეშინია.
ამგვარად, პუბლიკაციის ავტორმა აღიარა რომ არ სურს ადამიანებს მის ქორწილში ყველაზე მეტად დაქალის გიგანტური მკერდი დაამახსოვრდეთ. ამასთან, პატარძალი იმაზეც დარდობს, რომ მისი მეგობარი გოგოების კაბები ყველა ერთნაირი უნდა იყოს, ხოლო ერინი “ბრეტელებიან’ კაბას ვერ ჩაიცვამს.
სხვა სიახლეები