პარლამენტთან აქციაზე პუტინის ბანერზე ფეხით გადაიარეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები გრძელდება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბანერი მიიტანეს. აქციის მონაწილეები ყველას მოუწოდებდნენ, რომ ბანერზე ფეხით გადაევლოთ.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია – გადადგეს შსს მინისტრი, გიორგი გახარია და გაათავისუფლონ 20 ივნისის ღამეს აქციაზე დაკავებული მოქალაქეები.

 

ფოტო: პირველი არხი

კომენტარები

სხვა სიახლეები