პაპი ფრანცისკე ლგბტ თემის წარმომადგენლების მშობლებს მიმართავს – „ღმერთს ისინი ისეთები უყვარს, როგორებიც არიან“

რომის პაპმა ლგბტ თემის წარმომადგენელთა მშობლებს მიმართა და განუცხადა, რომ ღმერთს ისინი ისეთები უყვარს, როგორებიც არიან, ეს კი კათოლიკური ეკლესიის თანამედროვეობის კიდევ ერთი ნიშანია.

პაპი ფრანცისკე 40 ახალგაზრდის მშობლებს გაესაუბრა.

„ეკლესია მათ არ განდევნის, რადგან მას ისინი ძალიან უყვარს. ღმერთს უყვარს ჩვენი შვილები, რადგან ისინი მისი შვილები არიან. ეკლესიას ჩვენი შვილები ისეთები უყვარს, როგორებიც არიან“, – განაცხადა პაპმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები