ოჯახმა ორი წლის უნახავი ოთხფეხა მეგობარი თბილისში იპოვა (ვიდეო)

რა ბედნიერებაა, როცა 2 წლის წინ დაკარგულ ძაღლს იპოვი, –  ამის შესახებ ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი სოცქსელში ავრცელებს და ემოციურ ისტორიას აზიარებს.

“ჩვენი გვერდის მეგობრებს გახსოვთ უზარმაზარი, ალიასკის მალამუტის ჯიშის ძაღლი, რომელიც ტირის. ის გასული წლის 18 ივნისს გარდაბნიდან ჩამოგვიყვანა კაცმა და გვითხრა, მკურნალობის შემდეგ წავიყვანო. ძაღლს დემადეკოზი ჰქონდა მწვავე ფორმით. ვუმკურნალეთ და გამოვაჯანმრთელეთ, მაგრამ უკან არ წაიყვანა.
რამდენიმე პოსტი დავდეთ გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული გუშინდელ დღემდე. ბოლო პოსტი, რომელიც წელს 1-ელ თებერვალს დავდეთ, ნახა ქეთი შუბითიძემ. ვიდეოში მისი 2 წლის უკან დაკარგული მაქსი ამოიცნო. თურმე, ძაღლი რუსთავში, საკუთარი ეზოდან დაკარგულა. სად არ ვეძებეთ და გუშინ თქვეს, “ფეისბუქგვერდზე” დადებული ვიდეოთი ვიპოვეთო. 2 თებერვალს ქეთი, ბავშვობის მეგობარი – ლაშა ფუშაშვილი და ქეთის მამა, ბატონი ზურა მოვიდნენ თავშესაფარში და 2 წლის უნახავი, ოჯახის ოთხფეხა წევრი, მაქსი წაიყვანეს სახლში”, – აღნიშნულია თავშესაფრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები