პარლამენტში, დეპუტატების დაპირისპირებას, კულტურის პალატის ხელმძღვანელი დათო ოქიტაშვილი ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: “რა მაგარი ხარ ჩემო დაო ირმა!!! ბევრ ვაჟკაცსაც კი შეშურდება შენი შემართება და თავდადება. ყველა შენს გვერდით ვართ!!! შენ 100% ქართველი ხალხის ნააზრებს იძახი. ჩვენ შენს გვერდით ვართ. დიახ, უნდა დამთავრდეს ნაც კრიმინალები. წერტილი. მივმართავ თხოვნით საქართველოს პარლამენტს, სასწრაფოდ დაუჭირეთ მხარი “პატრიოტთა ალიანსის” მიერ შემოტანილ რეზოლუციას და დაარქვით ამ ნაც ჯალათებს თავისი სახელი, რასაც საქართველოს მოსახლეობა გთხოვთ თავიანთი ხელმოწერით (500.000ხელმომწერი). დავიღალეთ, დავიღალეთ ამ თქვენი კოჰაბიტაციით ამ პირსისხლიანებთან” – წერს ოქიტაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.