სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ჩანს, თუ როგორ უყვირის „საქართველოს ბანკის“ უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი ბანკის მომხმარებლებს.
ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა გაავრცელა.
“საქართველოს ბანკის უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი, გადამდგარი ოფიცერი, რომელსაც ვთხოვთ წყალს, რათა ჩავაქროთ ურნაში გაჩენილი ხანძარი! ეს კადრი გადაღებულია მას შემდეგ, რაც უარით, უხეშად მომიშორა და გამდგა განზე.
#გვიყვარდესჩვენიქალაქი! (ოფიცრებს, ექიმებს, იურისტებს, ფილოლოგებს, პედაგოგებს, არქიტექტორებს თუ დიასახლისებს).“, -წერს ფეისბუქმომხმარებელი.
ბანკის უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლის საქციელმა სოციალურ ქსელებში კრიტიკა გამოიწვია.