„ოსკარის“ დაჯილდოებაზე ირინა შეიკი თამამი ჩაცმულობით წარსდგა (ფოტოკოლაჟი)
გუშინ ლოს-ანჟელესში ამერიკის კინო-აკადემიის რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების დამსწრეთა შორის კრიშტიანუ რონალდუს ექს-გერლფრენდი, მოდელი ირინა შეიკი გამოირჩეოდა. ახლა უკვე „ფორმულა 1“-ის მრბოლელის ლუის ჰემილტონის მეგობარმა გოგონამ თავისი თამამი ჩაცმულობით საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ირინა შეიკს დაჯილდოების ცერემონიაზე „ვერსაჩეს“ კაბა ეცვა.
წყარო: sports.ru