დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანლის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ორ წლამდე ბავშვებისთვის ნიღბის გამოყენება რეკომენდებული არ არის:
„ორ წლამდე ასაკის ბავშვის მშობლები უფრო მეტად ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ მათი შვილები არ მოხვდნენ ისეთ არეალში, დისტანციაში, როცა შეიძლება, მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნათ. ეს დისტანცია, დღესდღეობით, 2 მეტრია“, – აღნიშნა ზახაშვილმა.