ოთახის მცენარე, რომელსაც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით თქვენთვის წარმატების მოტანა შეუძლია

დღესდღეობით ადამიანების დიდ ნაწილს, ხშირად ინტერიერის გალამაზების მიზნით მაინც აქვს ხოლმე სახლში ოთახის მცენარეები. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ ამა თუ იმ მცენარეს იმის გათვალისწინებით კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნის მფლობელია მისი უშუალო პატრონი (ანუ ის ვინც, ზრუნავს მასზე) გააჩნია განსაკუთრებული ენერგეტიკა. შესაბამისად, სანამ ოთახის მწვანე ბინადარს შეარჩევდეთ, აუცილებელია, რომ საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის თვისებებიც გაითვალისწინოთ და ჩვენ მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს მიჰყვეთ.

ასე მაგალითად, ცეცხლის ნიშნებს ანუ ლომებს, ვერძებს და მშვილდოსნებს ასტროლოგები ურჩევენ უპირატესობა მიანიჭონ კალანჰო

ეს, ალოეს, ბეგონიას ან მირტს. ეს მცენარეები დიდი ოდენობით გამოყოფენ ჟანგბადს, რაც ცეცხლის სტიქიის ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ცეცხლი ჟანგბადის გარეშე ვერ მოახერხებს გაღვივებას.

რაც შეეხებათ მიწის სტიქიის ნიშნებს ანუ კუროებს, ქალწულებს და თხის რქებს – მათთვის ასტროლოგებმა ქრიზანთემა, ქოთნის ვარდი, ლიმონის ან მანდარინის ჯუჯა ხეები მიიჩნიეს საუკეთესო “მწვანე მეგობრებად”. ეს მცენარეები პოზიტიურ ენერგიას გამოყოფენ,  გარდა ამისა, მათი სურნელი დადებითად მოქმედებს მიწის სტიქიით დაბადებულებზე, იმიტომ რომ ეს ადამიანები ზოგადად ყნოსვითი აღქმის უზადო უნარით არიან დაჯილდოებულნი.

ჰაერის სტიქიის ნიშნებს ანუ ტყუპს, სასწორებს და მერწყულებს ასტროლოგები ურჩევენ ქოთნის ია, ფულის ხე ან ციკლამენი (იგივე ქოთნის ყოჩივარდა) გაახარონ სახლში. ეს მცენარეები შესანიშნავად აბალანსებენ ჰაერის ნიშნით დაბადებული ხალხის თვისებას, ყველაფერი მალე მოიბეზრონ და დაუყოვნებლივ მიღებულ შედეგზე იყონ ორიენტირებული.

დაბოლოს, წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის – კირჩხიბების, თევზების და მორიელებისსაკეთილდღეოდ ასტროლოგები თვლიან, რომ უარყოფითი ენერგიისგან თავდასაცავად მათ აუცილებლად ესაჭიროებათ ისეთი ოთახის მცენარეები, როგორიცაა ქლოროფიტუმი, ფიკუსი და არმა. ამ მცენარეებს განსაკუთრებით სენსიტიური ენერგოველი გააჩნიათ.

იხილეთ გაგრძელება: http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები