ოდესაში მორიგი აფეთქება მოხდა. შემთხვევის ამსახველი ფოტოები ფეისბუქში ოლეგ შპაკმა გამოაქვეყნა.
„ინფორმაცია წანასწარია და გადაუმოწმებელი: სეგედის ქუჩაზე მე-9 და მე-10 სახლებს შორის სავალ გზაზე ადამიანი მიდიოდა, მას ან ხელში, ან ჩანთაში რაღაც აუფეთქდა. როგორც ხვდებით, იმის დადგენა, აფეთქება შემთხვევით თუ განზრახ მოხდა, რთულია. შემთხვევის ადგილი გადაკეტილია. მინები ყველა ფანჯარაში ჩაიმსხვრა… გზაზე უფორმო გვამი დევს, ფეხსაცმლის ძირს ფოტო გვამიდან 15 მეტრის მოშორებით გადავუღე“, – წერს შპაკი.