“სამწუხაროდ, მზარდი ციფრების მოლოდინი ისევ არსებობს” – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „იმედის დილაში“ კოვიდინფიცირების მატებაზე საუბრისას განაცხადა.
„ზაფხულში ცოტა ზედმეტი სიმშვიდე დაგვეუფლა, თითქოს ადამიანებმა დაიჯერეს, რომ კორონა ჩვენგან შორს იყო. ეს პარადოქსულია, გაოცებული ვუყურებ და ვკითხულობ სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი დევს, ხალხს ვირუსის არსებობის არ სჯერა.
ასეთ ადამიანებს ათასჯერ უნდა ვუთხრათ, რომ ნუ ეხუმრებიან ამ დაავადებას, როგორ შეიძლება დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ კორონა არ არსებობს. უკვე აღარ არსებობს ოჯახი, სამეზობლო ან მეგობარი, რომ კორონა არ ჰქონდეს. დიაგნოზის დასმის შემდეგ ზოგს არ სჯერა ამ ვირუსის არსებობის, ეს არის საოცრება“, – განაცხადა ინფექციონისტმა.