“ნუ გიხარია ანდრიუშა” – რას პასუხობს ალა პუგაჩოვა სასულიერო პირს, რომელიც მომღერლის ქვეყნიდან წასვლით ბედნიერია
რამდენიმე დღე რუსული მედია აქტიურად წერს რომ მომღერალმა ალა პუგაჩოვამ სამშობლო დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, თუმცა ამ ინფორმაციას თავად მომღერალი არ ადასტურებს.
მისი თქმით ის ისრაელში სამკურნალოდ წავიდა.
როგორც ირკვევა 72 წლის პუგაჩოვას ქვეყნის დატოვების მიზეზების შესახებ ღიად საუბარი არ სურდა თუმცა ის იძულებულ გახდა ეთქვა სიმართლე, რადგან რუსი სასულიერო პირი ქადაგების დროს აღნიშნავდა თუ როგორ გასუფთავდა ჰაერი რაც პუგაჩოვამ ქვეყანა დატოვა.
“ გრძნობთ, როგორ გასუფთავდა ჰაერი, რაც ალა პუგაჩოვამ რუსეთი სამუდამოდ დატოვა?.. უფალო, როგორ ველოდი ამას“.- რაზეც მომღერალმა უპასუხა რომ მას ქვეყანა არ დაუტოვებია და ის ისრაელში სამკურნალოდ წავიდა.
“ნუ გიხარია, ანდრიუშა… არდადეგები, შვებულება და მკურნალობა ემიგრაციაში წასვლას არ ნიშნავს. მე ისევ დავბრუნდები და ვილოცებ შენზე შენს ეკლესიაში” – მიმართა ალა პუგაჩოვამ სასულიერო პირს.
https://youtube.com/shorts/buVKPPTJP9k?feature=share