ნურგულ ეშილჩაის მდიდრული ცხოვრება – ჰქონდა თუ არა მსახიობს რომანი მურად ილდირიმთან

ქართულ ტელეეკრანებზე ახალი თურქული სერიალი “ნამსხვრევები” გამოჩნდა. სერიალი საკმაო პოპულარობით სარგებლობს, ტელემაყურებელი კვლავ აქტიურად ჩაერთო ახალი სასიყვარულო დრამის მიმოხილვაში.

“ნამსხვრევებში” იხილავთ ყველასთვის კარგად ნაცნობ მსახიობს – ნურგულ ეშილჩაის, რომელიც ქართველმა ტელემაყურებელმა სერიალიდან “სიყვარული და სასჯელი” გაიცნო. მსახიობი სავაშ ბალდარის საყვარელი ქალის – იასემინის როლს განასახიერებდა.

მოგიყვებით ნურგულ ეშილჩაის ბიოგრაფიას. მისი სრული სახელი და გვარია ნურგულ ეშილჩაი. ნურგულის გვარი ითარგმნება, როგორც “მწვანე ჩაი”. ის ძალიან აქტიური, ნიჭიერი და მომხიბვლელი მსახიობია. ნურგული 1976 წლის 26 მარტს (ზოდიაქო -ვერძი), თურქეთში, ქალაქ აფიონში დაიბადა, თუმცა ქალაქ იზმირში იზრდებოდა.

ნურგულმა განათლება ქალაქ ანტალიაში, თეატრალური ხელოვნების უნივერსიტეტში მიიღო.

მისი სამსახიობო კარიერა 1999 წელს დაიწყო, 23 წლის ასაკში. ამ პერიოდში ნურგულმა 14 ფილმში გადაღება მოასწრო. გარდა ამისა, ნურგული ტელეგადაცემებში მონაწილეობს. ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, მოთხოვნადი და ძალიან პოპულარული მსახიობია.

თეატრალური უნივერსიტეტის შემდეგ, ნურგულ ეშილჩაი ერთ-ერთ თეატრში მუშაობდა, სადაც “ჰამლეტის” ოფელიას თამაშობდა. მისი თეატრალური მოღვაწეობა იმდენად კარგი და შესამჩნევი იყო, რომ მალე კინოსა და სერიალებში გადასაღებად მიიწვიეს.

მისი პირველი როლი  იყო ფილმში – ” ყველაფერი ძალიან კარგად იქნება” (1998წ.)
ნურგული ბორის პირჰასანის სოფლის ისტორიაში – ფილმში “ადამი და ეშმაკი” გადაიღეს, რომელიც 2007 წელს სტამბოლის კინოფესტივალზე აჩვენეს.

კინოფესტივალზე “ოქროს ატამი” – ნურგულმა “საუკეთესო მსახიობის” პრემია მიიღო.
მსახიობის პირად ცხოვრებაზე კი ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ნურგულ ეშილჩაი 2004 წელს ცოლად გაჰყვა ჯემ იოზერს. 2005 წელს ნურგულსა და ჯემს ვაჟი – ოსმან ნეჟათი შეეძინათ.

მათი ქორწინება დიდხანს არ გაგარძელებულა. წყვილი 2010 წელს დაშორდა.
სერიალის “სიყვარული და სასჯელი” – დასრულების შემდეგ ბევრს საუბრობდნენ ნურგულ ეშილჩაისა და მურატ ილდირიმს შორის არსებულ რომანზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მურატი მაშინ ცოლის ერთგული ბოლომდე დარჩა.

მურატის თქმით, მას ხშირად აწერენ სხვადასხვა რომანს. სერიალის გადაღებების პერიოდში ის ბედნიერ ქორწინებაში იმყოფებოდა მსახიობ ბურჩინ თერზიოღლუსთან. თუმცა ვერც ცნობილი ერთგული მეოჯახის ქორწინებამ გასტანა დიდხანს და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

რაც შეეხება ნურგულ ეშილჩაის შესახებ უახლეს ამბებს – მან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. ქალაქის ხმაურიან ცენტრს, ქალაქგარეთ ცხოვრება არჩია. მსახიობი დღესდღებით მარტოხელა დედაა და ფიქრობს, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მისი შვილისთვის სასარგებლო იქნება.

“ქალაქგარეთ ბავშვები კომპიუტერს ნაკლებ დროს უთმობენ, სუფთა ჰაერზე კი დიდ დროს ატარებენ, ნაკლებად ავადმყოფობენ და არც ჭარბწონიანობა აწუხებთ”, – ამბობს ნურგული. მსახიობის სახლი 2,5 მილიონი თურქული ლირა დაჯდა.

წყარო:http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები