„ნიუ-იორკში გადასვლა ბევრის ოცნებაა და მეც არ ვიყავი გამონაკლისი, თუმცა, მეგობრებო, რეალობა ცოტა სხვანაირი აღმოჩნდა“
ბოლო დროს სოციალურ ქსელში, სულ უფრო მეტი ჩვენი თანამემამულე უჩივის ევროპასა თუ ამერიკაში ცხოვრებას. ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თამარ ნინოშვილი ემიგრანტების ჯგუფში ნიუ-იორკში არსებულ ვითარებაზე წერს და ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს აფრთხილებს, სანამ ნიუ-იორკში გადავლენ საცხოვრებლად დაფიქრდნენ, რადგან იქ ცხოვრება დიდ ხარჯებთან და მძიმე შრომასთან არის დაკავშირებული.
„ნიუ-იორკში გადასვლა ბევრის ოცნებაა და მეც არ ვიყავი გამონაკლისი. თუმცა, მეგობრებო, რეალობა ცოტა სხვანაირი აღმოჩნდა. მე ვიცოდი, რომ ნიუ-იორკი ძვირიანი ქალაქია. მე მზად ვიყავი ბინაში მაღალი ფასი გადამეხადა, ჩემი პირადი ცხოვრების და თავისუფალი დროის მინიმუმამდე შემცირებისთვის.
მე ხომ შესაძლებლობებისთვის მოვდიოდი, ხომ ასეა? მაგრამ ის, რამაც მე ნამდვილად განმაცვიფრა და შემაშინა, არის სიბინძურის დონე, განსაკუთრებით მეტროში. ის, რომ ნიუ-იორკის მეტროს ხანდახან უწოდებენ ყველაზე ბინძურს მსოფლიოში, არ ყოფილა ცარიელი სიტყვები.
ამ ქალაქს უყვარს თავისი მეტრო და ამაყობს მისი ისტორიით, მაგრამ ცოტა ვინმე თუ საუბრობს მისი ბნელი მხარის შესახებ“ – წერს ემიგრანტი.
ნინოშვილი ასევე იმ ანტისანიტარიის შესახებაც წერს, რომელიც ნიუ-იორკის ისტორიულ მეტროშია.
სადგურები, რომლებიც თავისი ლითონის ბოძებითა და მოყვითალო ფილებით უფრო ბუნკერებს ჰგავს. ვაგონები, რომლებიც გრაფიტითაა დაფარული, ბინძური ბაქნები და ვირთხები, ვირთხები ყველგანაა. ბოლო წლების განმავლობაში სიტუაცია ცოტათი გაუმჯობესდა, მაგრამ, ჩანს, ვირთხები არ აპირებენ წასვლას. ისინი დარბიან ბაქნებზე, იპარავენ საკვებს პირდაპირ ცელოფნებიდან, უშიშრად იხედებიან უკან ადამიანებისკენ. ნიუ-იორკი ბევრი რამაა. ესაა თავისუფლება, შესაძლებლობები და მრავალფეროვნება. მაგრამ ესაა ასევე ძალიან ძვირი და ფინანსების გამო შეზღუდული ცხოვრება და სიბინძურე, ბევრი სიბინძურე. დაფიქრდით ორჯერ, თუ ფიქრობთ აქ გადმოსვლაზე. ყველა არაა მზად იმისთვის, რასაც ნიუ-იორკის რეალობას მოაქვს“ – წერს ნინოშვილი.