ნინო სურგულაძე ოპერის შესახებ: ძალიან ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ამ ფუფუნებით

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ოპერის გახსნას ეხმიანება. მსოფლიოში ცნობილი ქართველი პრიმა საინტერესო პრემიერების მოლოდინშია და იმედს იტოვებს, რომ შეიქმნება აბონემენტები, რათა შედარებით იაფად შეძლონ მაყურებლებმა სპექტაკლებზე დასწრება.

“მიხარია, რომ ოპერა გაიხსნა და დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი საინტერესო პრემიერით გავიხარებთ. ოპერა ფუფუნებაა და ძალიან ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ამ ფუფუნებით. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ შეიქმნება აბონემენტები, რათა შედარებით იაფად ადამიანებს შეეძლოთ დასწრება სპექტაკლებზე, როგორც ეს არის თუნდაც „ლა სკალაში“. ასევე, კრიტიკოსებს შეეძლებათ დასწრება პრემიერებზე, რათა შემდეგ ანალიზი გაუკეთონ ნანახს და მოსმენილს. მოკლედ იმედი დიდია და მოლოდინიც. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას ჩვენი ოპერის გახსნას”,- წერს ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები