ნინი ბადურაშვილი PTN.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს. ახალი რუბრიკა, რომელიც ქართველ სელებრითებს განსხვავებული რაკურსით გაგაცნობთ.
რომ არა მომღერალი, ვინ იქნებოდით ?
– რომ არა მომღერალი ვიქნებოდი სპორტსმენი , ალბათ ჩოგბურთელი. მაგრამ, არასდროს არ ვოცნებობდი სხვა პროფესიაზე, გარდა მომღერლობისა.
როგორი ვარ მე?
– არ ვარ მარტივი, მაქვს ცვალებადი ხასიათი, მაგრამ მხიარული და პოზიტიური. ჩემი თავისთვის რთული და შრომისმოყვარე.
რა არ მოგწონთ თქვენს თავში და რას შეცვლიდით?
– არ მომწონს მელანქოლიისკენ მიდრეკილება. ვარ ჯიუტი და ამაყი, ალბათ ამას შევცვლიდი. სიჯიუტე ბევრ რამეში არ გამომადგა ცხოვრებაში.
რომელ პერსონაჟს ამსგავსებთ თავს?
– ალბათ ყინულის დედოფალს.
რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი წესი?
– ჯანმრთელი ცხოვრება, ვარჯიში და ჩემი პროფესია.
რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი….
– ამერიკაში, ნიუ-იორკის შუაგულში.
რას გეძახდნენ ბავშვობაში ?
– ნინიტოს მეძახდნენ და ბადურას მეძახიან დღემდე.
როგორი სიზმრებს ნახულობთ ?
– საშინელი, კოშმარები ძირითადად. ნორმალური სიზმარი ერთხელ ან ორჯერ მინახავს ცხოვრებაში.
რას ფიქრობენ მეზობლები თქვენზე ?
– ვინც არ მიცნობს შეიძლება ვეგონო ამპარტავანი, ეს რაც ჩემს თავზე გამიგია. სანამ არ გამიცნობენ ვერ ხვდებიან, გაცობის მერე ეცვლებათ დამოკიდებულება. ჩემს კარის მეზობელს, რომელთანაც მაქვს ურთიერთობა, დარწმუნებული ვარ კარგი შთაბეჭდილება აქვს ჩემზე.
საყვარელი ადგილი ან ქვეყანა?
– საყვარელი ადგილი ჩემი მცხეთაა. დიდ დროს ვატარებ იქ და ძალიან მიყვარს ეს სახლი. საყვარელი ქვეყანა საქართველოს მერე, არის ისრაელი,განსაკუთრებით მსიამოვნებს იქ ჩასვლა.
რა არის თქვენთვის სექსუალურობა და ვინ არის თქვენთვის ყველაზე სექსუალური ადამიანი?
– სექსულურობა მარტო გარეგნობაში არ გამოიხატება, შეიძლება ერთი შეხედვით მიგიზდოს ადამიანმა და იყოს სექსუალური, მაგრამ ლაპარაკის შემდეგ დაიკარგოს ის პირველი შთაბეჭდილება. ვთვლი, რომ ადამიანი მთლიანად უნდა იყოს სექსუალური, ლაპარაკით, აზროვნებით, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ხმის ტემბრს და მანერას. შტერი და მარტივი ადამიანი ვერ იქნება სექსუალური. ჩემთვის სექსუალური ადამიანია ჯერარდ ბატლერი.
გაქვთ თუ არა სვირინგი და რატომ გაიკეთეთ?
– კი მაქვს ყურის ქვეშ. სულ მინდოდა, რომ გამეკეთებინა. ჩემი სახელის პირველი ასო მაწერია და ძალიან მომწონს . კიდევ მინდა 2 სვირინგის დამატება.
მინდა რაც შეიძლება ხშირად….
-ყველაზე ხშირად მინდა ყავა. ძალიან ბევრს ვსვამ დღის განმავლობაში.
რომელი წიგნი წაიკითხეთ ბოლოს და რომელს გამოარჩევდით?
– ბოლოს წავიკითხე ორჰან ფამუკის „თოვლი“. გამოვარჩევდი „ტრიუმფალურ თაღს.“
მე არასოდეს შევწუხდებოდი ასაკით თუ…
-არ დავბერდებოდი ვიზუალურად.
როგორ მზადდება ლობიო?
-აზრზე არ ვარ როგორ მზადდება. ჩემი აზრით უნდა აიღო ლობიო, წყალი დაასხა, მოხარშო, შემდეგ ალბათ მწვანილები და რაღაცეები უნდა. სავარაუდოდ უნდა მარილი, სუნელები და მეტი აღარ ვიცი.
რამ მიიყვანა კაცობრიობა იმ დასკვნამდე,რომ მოეშორებინა ზედმეტი თმა?
– განვვითარდით, ყველაფერი განვითარდა და დაიხვეწა ადამიანის ვიზუალიც. სილამაზის აღქმაც სხვანაირია, სხვა კრიტერიუმებით ფასდება. მივედით იმ დასკვნამდე, რომ კარგია თუ თმიანები არ ვივლით.