ნინა წკრიალაშვილის მამა: 6 თვეა ჩემს ქალიშვილთან საერთოდ არ მაქვს კონტაქტი

6 თვეა ჩემს ქალიშვილთან საერთოდ არ მაქვს კონტაქტი იმიტომ, რომ ჩემი შვილისა და ჩემი პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, მომღერალ ნინა წკრიალაშვილის მამამ, ზურაბ წკრიალაშვილმა, გაზეთ “ასავალ-დასავალს” განუცხადა. როგორც მომღერლის მამა აღნიშნავს, მისი და თავისი შვილის პოლიტიკური შეხედულებები განსხვავებულია, რამაც შვილთან კონტაქტის შეწყვეტა განაპირობა.

“6 თვეა ჩემს ქალიშვილთან საერთოდ არ მაქვს კონტაქტი იმიტომ, რომ მაგ ქალბატონისა და ჩემი პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება! როცა ჩვენს შორის საუბარი იყო, მეუბნებოდა – რა ვქნა, ვიცი, რომ გული გტკივა, მაგრამ მაგათ სამსახურში ვარ და სამსახურის გარეშე ვერ დავრჩებიო! ამაზე ყოველთვის ერთსა და იმავეს ვპასუხობდი – შვილო, არ გინდა მაგათ სამსახურში ყოფნა-მეთქი” , – აცხადებს ნინა წკრილაშვილი მამა.

კომენტარები

სხვა სიახლეები