მსოფლიოში ცნობილ და ყველზე წარმატებულ ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს სიდნეიში, ATP თასის მატჩის ნაადრევად დასრულება მოუწია.
სპორტსმენს სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდა და ამის გამო, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ბერძენი ჩოგბურთელის, სტეფანოს ციციპასის თამაში შეჩერდა.
ამბობდა: “ყოველი დარტყმისას სუნთქვა მიჭირსო“.
გავრცელებული ინფორმაციით ბასილაშვილმა რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი გადაიტანა და პოსტკოვიდური სიმპტომები აწუხებდა.
ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს.