“ნიკოლოზი ბოლო ორი წლის მანძილზე იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ…საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში” – ბასილაშვილის ადვოკატი

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ “რადიო უცნობის” ეთერში მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი, თავისი ყოფილი მეუღლისა და მისი ადვოკატების მხრიდან, ბოლო ორი წლის განმავლობაში ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა:

“ნიკოლოზი ისეთი მშვიდი ადამიანია, ვინც იცნობს, მისთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა იძალადოს შვილზე ან შვილის დედაზე? იმდენად დაბალი ხმის ტემბრი აქვს, მოსამართლემ პროცესზე, ორჯერ მისცა შენიშვნა ხმამაღლა ისაუბრეო. ის ამ წუთშიც ფიქრობს მის შვილზე და უფრთხიოლდება მისი შვილის დედის ავტორიტეტსსაც.

არასამთავრობოები მანამდე არ დაშოშმინდნენ სანამ ნიკოლოზს ხელბორკილები არ დაადეს. ბატონი ნიკოლოზი, ბოლო ორი წლის მანძილზე იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ.

გუშინ მითხრა, ბევრი ჩემს ადგილას სპორტს დაანებებდა თავსო. ის მუდამ დასტრესილი იყო, მნიშვნელოვანი თამაშების წინ ურეკავდნენ ადვოკატები, იყო ასეთი შემთხვევა, უიმბლდონის თამაშის წინა ღამეს, ორ საათზე ადვოკატებმა დაურეკეს და უთხრეს გადაეგზავნა სარჩელი, რომ დაყადაღებული ჰქონდა ყველაფერი. მისთვის ქონებრივ დავაზე საუბარი იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ უჭირს ამაზე საუბარი.

როგორც წესი როცა ადამიანები ძალადობენ, ან მიიმალებიან ან მტკიცებულებების განადგურებას ცდილობენ. ნიკოლოზმა კი, თავად სთხოვა მეზობელს, რაც იყო გადაღებული სათავლთვალო კამერებით ტელეფონით გადაეღო, ამის შემდეგ, საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში რათა ეთქვა, რომ ასეთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი და იქ დახვდა მისი მეუღლე.

დაკავების ოქმში მონიშნულია ის პუნქტი სადაც წერია, რომ ის შეიძლება დაემალოს გამოძიებას. სად უნდა მიმალულიყო როცა საზღვრები ჩაკეტილია, როცა არ უძალადია არავიზე.

ის ამბობს როგორ შეიძლება ჩემს შვილს ვედავო ქონებაზე, მე თუ რამეს ვაკეთებ – ვაკეთებ ჩემი შვილისთვისო.

ვფიქრობთ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, მოძალადეთ რომ წარმოჩენილიყო საზოგადოებაში. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება რაც მის დანაშაულს დაადასტურებს” – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები