,,უნდა ვაღიარო, დიდებული ხუმრობაა (თუნდაც ასეთად არ იყოს ჩაფიქრებული)”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ,,რუსთავი 2″- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს და ფოტოს აქვეყნებს.
ფოტოშოპი, რომელზეც “თვითმკვლელი ჯულიეტა სათამაშო პისტოლეტით” არის გამოსახული, სოციალურ ქსელში მას შემდეგ გავრცელდა, რაც გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანის” ეთერში მხატვარი მიიწვია, რომელმაც თვითმკვლელი ღვთისმშობელი დახატა.
ფაქტს საზოგადოების გაღიზიანება და ტელევიზიის შენობასთან აქცია მოჰყვა, საზოგადოება გაბუნიას მკრეხელობაში ადანაშაულებს და მის ტელევიზიიდან გაშვებას ითხოვს.
სხვა სიახლეები