თამთა ჭელიძე აქტიურად აღარ ჩანს ტელეეკრანებზე და არც პრეტენზიას გამოთქვამს, რომ შოუებში არ იწვევენ, მაგრამ საახალწლო კონცერტში რომ არ მონაწილეობს, ამაზე მერიის მისამართით საყვედური გამოთქვა.
„პროტესტი გამოვთქვი, რადგან არ მიმიწვიეს საახალწლო გალა-კონცერტზე, სადაც ყოველ წელს გამოვდიოდით მე და ჩემი მეგობრები. ეს იმის გამო არ ხდებოდა, რომ ყოველ წელს ახალი სიმღერა მქონდა. არ მინდა ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ალბათ მქონდა რაღაც დამსახურება, რის გამოც ამ კონცერტზე მიწვევდნენ. ყველა ქვეყანაში აქცევენ ყურადღებას შოუბიზნესს, ეს სფერო პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია, ბევრგან ამ ბიზნესით მართავენ ქვეყნებს. საქართველოში რატომ ვერ დაინერგა ეს მიდგომა, დღემდე ვერ ვხვდები. თუ საახალწლო კონცერტში მონაწილეობა ახალი სიმღერებით წყდებოდა, რატომ არავინ დაინტერესდა, მქონდა თუ არა რაიმე ახალი? ხმამაღლა ვამბობ, რომ ძალიან მაგარი ახალი სიმღერა მაქვს. რა ნიშნით შეარჩიეს მომღერლები, არ ვიცი. თუ იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კონცერტებზე ვმღეროდი, „ნაცმომღერალს“ მიწოდებენ, პრობლემა არ არის. ჩემი სურვილით ვმღეროდი მათ კონცერტებზე, ძალით არავის წავუყვანივარ“, – განუცხადა ჭელიძემ „რეიტინგს“.
წყარო: რეიტინგი