ნაომი კემპბელი 45 წლის გახდა – პოდიუმის დედოფლის გრანდიოზული დაბადების დღე (ფოტოკოლაჟი)

პოდიუმის დედოფალი 45 წლის გახდა.

ნაომი კემპბელმა დაბადების დღე ნიცაში იზეიმა და როგორც ამბობენ, სტუმრებს ერთ-ერთი ყველაზე გლამურული წვეულება შესთავაზა. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ნაომის საუკეთესო მეგობარი, ჰოლივუდის მსახიობი და ყველაზე სასურველი სასიძო ლეონარდო დიკაპირო.

ლამაზმანს დაბადების დღე ცნობილმა მოდელებმა მიულოცეს. ფოტოგრაფების თქმით, სტუმრები კარგად გაერთნენ – როგორც ყოველთვის, ნაომი შესანიშნავად გამოიყურებოდა. კემპბელს დაბადების დღე ფანებმაც მიულოცეს – მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ კემპბელი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ლამაზმანია.

სპეციალურად წვეულებისთვის, მოდელმა, მთლიანი ციხე-დარბაზი Château Saint Jeannet დაიქირავა. შენობა წითელი ვარდებით იყო მორთული, საცურაო აუზი ფერადი ბურთებით იყო სავსე, კედლებს კი იმ ათასობით ჟურნალის ფურცლები ამშვენებდა, სადაც ნაომი გადაიღეს. კემპბელის საღამოს კაბაზე “ვერსაჩეს” მოდის სახლმა იზრუნა.

 

წყარო

 

კომენტარები

სხვა სიახლეები