“ნამდვილი შეყვარებულები ვართ” – წყვილი, რომელმაც თბილისის მოხუცთა თავშესაფარში იქორწინა

ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იმ წყვილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც გადაცემა “პროფილის” წლის ბოლო გადაცემის ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა.1425698_1517762598523969_764799423706573193_n
როგორც გოგა წერს, 78 წლის რიმა (რიფსიმე) ოკომციანმა და 91 წლის შოთა ბიძინაშვილმა 2011 წლის 22 ნოემბერს თბილისის მოხუცთა თავშესაფარში იქორწინეს. მისივე თქმით, წყვილი ახლაც თავშესაფარში ცხოვრობს.
“სიამოვნებით გაგაცნობთ 78 წლის რიმა (რიფსიმე) ოკომციანსა და 91 წლის შოთა ბიძინაშვილს. ისინი 2011 წლის 22 ნოემბერს თბილისის მოხუცთა თავშესაფარში დაქორწინდნენ და იქვე ცხოვრობენ. წყვილი “რუსთავი 2-ის” გადაცემა “პროფილის” წლის ბოლო ჩაწერაზე გადავიღე. ქალბატონ რიმას ვკითხე, ხომ არ აბრაზებთ ერთმანეთს -მეთქი და არა, შვილო, ნამდვილი შეყვარებულები ვართ. სიყვარულის გარდა, იმქვეყნად რა უნდა წავიღოთო. ბედნიერები იყავით. სიყვარული გვალამაზებს”, – წერს გოგა ჩანადირი.
940950_1517762621857300_1435100660446252800_n 10606028_1517762585190637_6910052350577470368_n

კომენტარები

სხვა სიახლეები