„ნამუსზე რომ გვაგდებენ ვიღაცები – სხვების მიმართ სოლიდარობა გამოიჩინეთ, „მწვანე პასპორტი“ გააპროტესტეთ, დისკრიმინაციააო, ძალიან მინდა, ვინმემ ადეკვატურად ამიხსნას, კონკრეტულად რის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ სოლიდარობა – ვიღაც რესტორანში რომ ვერ შევა? ისედაც ყველა ვერ დადიოდა. კინოში? – იგივე იყო. სავარჯიშო დარბაზში რომ ვერ ივარჯიშებს? ისედაც ყველას არ ჰქონდა ამის დრო და საშუალება ან სურვილი. ცუდია, რომ ამის საშუალება ყველას არ აქვს, მაგრამ ასე იყო სულ“, – ჟურნალისტი ნათია ორველაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს მიმართავს, რომლებიც საზოგადოებას „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის ამოქმედების გაპროტესტებას სთხოვენ.
„ნამუსზე რომ გვაგდებენ ვიღაცები – სხვების მიმართ სოლიდარობა გამოიჩინეთ, „მწვანე პასპორტი“ გააპროტესტეთ, დისკრიმინაციააო. ძალიან მინდა ადეკვატურად ამიხსნას ვინმემ, კონკრეტულად რის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ სოლიდარობა – ვიღაც რესტორანში რომ ვერ შევა? ისედაც ყველა ვერ დადიოდა. კინოში? – იგივე იყო. სავარჯიშო დარბაზში რომ ვერ ივარჯიშებს? ისედაც ყველას არ ჰქონდა ამის დრო და საშუალება ან სურვილი. ცუდია, რომ ამის საშუალება ყველას არ აქვს. ძალიან ცუდია, მაგრამ ასე იყო სულ. სამსახური თუ ითხოვს? სამსახური ყოველთვის ითხოვს ჩვენგან რაღაცას. ადრე შედიოდა სადმე და ახლა ვერ შედის? დამპალი ვირუსია, სხვა გზა არ დარჩა. ამ წუთას რა მოცემულობაც გვაქვს, აქედან გამომდინარე, რის მიმართ უნდა გამოვიჩინო სოლიდარობა? საზოგადოების გაყოფა თუ არგუმენტია, საზოგადოება სულ გაყოფილი იყო მას შემდეგ, რაც კაენმა აბელს რაღაც ჩაარტყა და მოკლა.
იმ ხალხმა თავი შეიკავეთ, ორიენტაციის (საყურის/გრძელი თმის/ფერადი ტანსაცმლის) გამო ადამიანების ცემა რომ არაფრად მიგაჩნიათ და ადამიანის უფლებები ძალიან სკრუპულოზურად რომ შეარჩიეთ სათქვენოდ”, – წერს ნათია ორველაშვილი სოციალურ ქსელში.