ფრანგული მედია აქტიურად განიხილავს ოჯახური ძალადობის ახალ ფაქტს, რომელმაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მოძალადე ამჯერად არა მამაკაცი, არამედ ქალი აღმოჩნდა, რომელსაც ქმარი სექსუალურ მონად ჰყავდა ქცეული.
43 წლის ქალისგან მამაკაცი სისტემატურად იტანდა ცემას, დაცინვას, შეურაცხყოფას და ზოგჯერ წამებასაც. ქალი თურმე საჭმლის ნარჩენებს ესროდა, თვალებში მარილს აყრიდა, უკონტროლებდა ყველა მოძრაობას – მათ შორის ტუალეტში გატარებულ დროს და ყოველგვარ კონტაქტს გარესამყაროსთან. აიძულებლა იატაკზე დაეძინა. ქმარი, პრაქტიკულად, მონად იყო ქცეული და ყველა სურვილში ემორჩილებოდა ცოლს, მათ შორის სექსუალურ ცხოვრებაშიც.
მთავარი ბერკეტი, რითაც იგი კაცის
დამორჩილებას ახერხებდა, მუქარა და შანტაჟი იყო. ემუქრებოდა, რომ თუ ვინმეს უამბობდა ამ ურთიერთობის შესახებ, ქალი შვილების წინაშე პედოფილიაში დასდებდა ბრალს.
“თავიდან გრძნობა მქონდა მის მიმართ, მაგრამ შემდეგ მხოლოდ შიშსა და სირცხვილს განვიცდიდი. კაცს უჭირს გამხელა, რომ ქალი სცემს. თან ბავშვების გვერდით ყოფნაც მინდოდა” – ამბობს დაზარალებული მაქსიმ გაჯე.
მოძალადის ადვოკატებმა ქალის სისტიკე მისი მძიმე წარსულით ახსნეს. მშობლები ადრე დაეხოცა და ბავშვთა სახლში მოხვდა. რამდენჯერმე სადამსჯელო დაწესებულებაშიც აღმოჩნდა. საბოლოოდ მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობა დაუდგინეს და იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს. მორალური კომპენსაციის სახით კი დაზარალებულ ქმარს 200 000 ევრო უნდა გადაუხადოს.
წყარო: http://www.ambebi.ge