“მხოლოდ ქართულის” ფინალი ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის ხსოვნას მიეძღვნება


სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” გადაწყვეტილებით, „მხოლოდ ქართულის” მეორე სეზონის ფინალი ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის ხსოვნას მიეძღვნება.
მერვე, ბოლო ლაივკონცერტზე მაყურებელი და ჟიური ყველაზე ეროვნული პროექტის მეორე სეზონის გამარჯვებულს ერთობლივად გამოავლენენ.

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ოთხი მონაწილე ორ-ორ სიმღერას შეასრულებს.

“ტვ პირველის” ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე, დღეს, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები