სოციალურ ქსელებში აქტიურად მიდის გარჩევა იმ კადრებისა, რომლებიც იტალიის C დივიზიონის მატჩის დროსაა გადაღებული. „ლუკეზეს“ მწვრთნელ ჯანკარლო ფავარინის 5-თვიანი დისკვალიფიკაცია იმის გამო მისცეს, რომ მეტოქე გუნდის მწვრთნელი თავური დარტყმით ნოკაუტში ჩააგდო.
ინციდენტი C დივიზიონის ბოლო მატჩზე მოხდა. ერთმანეთს „ლუკეზე“ და „ალესანდრია“ ეთამაშებოდნენ.
ჯანკარლო ფავარინი „ალესანდრიის“ სამწვრთნელო შტაბთან ზედმეტად მწვავე დაპირისპირების გამო მოედნიდან გააძევეს. სტუმრების სათადარიგო სკამთან ჩავლისას კი ფავარინიმ მთავარი მწვრთნელის დამხმარესთან, გაეტანო მანჩინოსთან ურთიერთობის გარკვევა დაიწყო. პოლემიკას ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა, რომლის დროსაც ფავარინმა გაეტანო მანჩინო თავური დარტყმით ნოკაუტში ჩააგდო.
შედეგად, ფავარინის ხუთთვიანი დისკვალიფიცია მისცეს, მანჩინო კი მხოლოდ ორ თამაშს გამოტოვებს. თავად მოჩხუბარი მწვრთნელი ამბობს, რომ ის „ალესანდრიის“ მწვრთნელების შეურაცხყოფამ და ფურთხებამ წყობიდან გამოიყვანა.
https://youtu.be/JT261wbdLE4