მღვდელმა ძროხებს თოფიდან ესროლა და დაჭრა – რა მოხდა ფოლადაურში

ბოლნისის რაიონის სოფელ ფოლადაურში სასულიერო პირს პირუტყვის დაჭრაში ადანაშაულებენ. ადგილობრივებმა გასროლის ხმა 6-ჯერ გაიგეს და 6 დაჭრილი ძროხა აღმოაჩინეს, მათ შორის – ერთი ეკლესიის ეზოში.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მოსახლეობასა და მამა მიქაელს უთანხმოება ჰქონდათ – პირუტყვი ეკლესიის ეზოში შედიოდა, რის გამოც ის სოფლის მოსახლეობას საქონლის ტყეში გაშვების უფლებას არ აძლევდა.
ბოლოს, საკმაოდ მწვავე დაპირისპირება მღვდელსა და ადგილობრივებს შორის 7 აგვისტოს მოხდა, თუმცა, სიტუაციის განსამუხტად პოლიცია არ ჩარეულა. ინციდენტის შემდეგ მამა მიქაელი სოფელში აღარ უნახავთ.
დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველების წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები