მსოფლიო დიდხანს დაიმახსოვრებს 2020 წელს. პანდემია, რომელმაც შეცვალა ადამიანების ცხოვრება როგორც მორალურად, ასევე – მატერიალურად და ფსიქიკურად, 2019 წლის მიწურულს კორონავირუსის სახით ჩინეთიდან დაიწყო და ძალიან მალე მსოფლიო მოიცვა.
წლებისა და საუკუნეების შემდეგ, თაობები 2020 წელს გაიხსენებს ფოტოებით, სადაც ადამიანებისა და ექიმების სახე ნიღბებით არის დაფარული და აცვიათ სპეციალური დამცავი აღჭურვილობები. პლანეტის ულამაზესი ქალაქები მიტოვებული ქუჩებითა და მოედნებით, ეს წელი ბევრი რეჟისორისა და სცენარისტისთვის მომავალში იქნება ისპირაცია, რომ შექმნან ახალი ეპოქა კინო-სამყაროში, ბევრი მწერალი დაწერს “კოვიდ19”-ით დაზარალებული ადამიანების შესახებ, ალბათ, მომავალი თაობები ამ წელს გაიხსენებენ, როგორც “დაპაუზებულ სიცოცხლეს”.
ფოტოები, რომლებიც კონკურსისთვის არის წარმოდგენილი, ასევე ეძღვნება საჰაერო ფოტოგრაფიას, რადგან ფოტოები გადაღებულია თვითმფრინავებიდან, ვერტმფრენებიდან, საჰაერო ბურთებიდან, ამ ნომინაციას დაარქვეს – Life Under Covid-19, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც – “ცხოვრება კოვიდის ქვეშ -19” და ყველა ფოტოსურათი ასახავს იმას, რაც მსოფლიოში ხდება.