მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სახლები

რა შეიძლება ღირდეს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი? 100 მილიონი დოლარი? 200 მილიონი დოლარი? თქვენ ცდებით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულად, ინდოეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის, მუკეში ამბანის სახლი ითვლება, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარს აღწევს. 27 სართულიან სახლში, საცხოვრებელი ოთახების გარდა, ვერტმფრენის დასაშვები სამი მოედანია, აუზი, კინოთეატრი, ექვსართულიანი პარკინგის ადგილი და გასართობი ცენტრი.

Mail.ru Group და DST Global-ის თანამფლობელის, იური მილნერის სახლი, ლოს-ალტოს-ჰილზზე მდებარეობს. მისი ღირებულებაც სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, 75-100 მილიონ დოლარს აღწევს. ამ ძვირადღირებულ აპარტამენტებში, რომლის ფართობი 2 400 კვადრატული მეტრია, ხუთი საძინებელი ოთახი, ცხრა სააბაზანო და გიგანტური ჰოლია. გარდა ამისა, სახლში განთავსებულია კინოეთეატრი, ღვინის მარანი, სპა, სავარჯიშო და სამეჯლისო დარბაზები.

Maison de l’Amitie, პალმ-ბიჩი (ფლორიდას შტატი) – 100 მილიონი დოლარი.
დონალდ ტრამპმა Maison de l’Amitie, 2004 წელს 41,1 მილიონ დოლარად შეიძინა და განაცხადა: ”ეს ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც ოდესმე კერძო სახლში გადაუხდიათ და მე ვფიქრობ, რომ ეს მყიდველისთვის არ უნდა იყოს ცუდი გარიგება”. ოთხი წლის შემდეგ, მან Maison de l’Amitie დიმიტრი რიბოლოვლევს, 100 მილიონ დოლარად მიჰყიდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სახლში 18 საძინებელი ოთახი, 22 სააბაზანო და ავტოფარეხია, რომელშიც 48 ავტომობილის დასაყენებელი ადგილია.

Fleur De Lys – $125 მილიონი

Fleur De Lys-ის ფართობი 3809 კვადრატული მეტრია, იგი 15 საძინებელი ოთახისგან შედგება. მისი ანონიმური მფლობელი სახლს თვეში $400 000-ად აქირავებს. მდიდრული აპარტამენტის დეკორი ლუდოვიკო XIV-ის სტილშია გადაწყვეტილი. იატაკი ფრანგული კირქვისაგანაა გაკეთებული, ჭერზე უამრავი ფრესკაა, ხოლო კედლები მარმარილოთი, ტყავითა და ოქროთია მოპირკეთებული. სახლშია ასევე, ბიბლიოთეკა რარიტეტული წიგნებით და პატარა თეატრი.

155 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი, რომელიც ტიმ და ედრე ბლიკსეტებს ეკუთვნით, ალპებში მდებარეობს. იგი 64 ჰექტარზეა გადაჭიმული, სახლი 8 საძინებელი ოთახისა და 10

სააბაზანოსგან შედგება.

Villa Leopolda

ეს სახლი-სასახლე 1902 წელს, ბელგიის მეფე ლეოპოლდ მეორემ მეუღლისთვის, კაროლინა ლაკრუასთვის ააშენა. ამ დროისთვის, მისი ღირებულება 736 მილიონ დოლარს აღწევს. ვილის წინა მფლობელი მილიარდერი ბანკირი ედმონდ საფრი იყო, რომელიც საკუთარი სახლში რონალდ რეიგანსა და ფრენკ სინატრას მასპინძლობდა. 2008 წელს ვილის ყიდვა რუს მილიარდერს მიხეილ პროხოროვს ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა, კრიზისთან დაკავშირებით, უარი თქვა ამ გარიგებაზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები