“საუკეთესო საზოგადოებრივ ტუალეტად” წოდებული საპირფარეშო მალტას დედაქალაქ ვალეტაში მდებარეობს. ერთ-ერთი გამოცემა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას აწვდის მკითხველს, წერს, რომ მალტაში ეს საზოგადოებრივი ტუალეტი აუცილებლად ყველამ უნდა ნახოს.
როგორც სურათებიდან ჩანს, საპირფარეშო ნამდვილად არ ჰგავს ტუალეტს და ის უფრო ღამის კლუბს მოგაგონებთ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნულ ტუალეტში შესასვლელად 30 ცენტი დაგჭირდებათ.