მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ძაღლი დარდმა მოკლა

მსოფლიოში „ყველაზე საყვარელი ძაღლი“ – პომერანული შპიცი სახელად „ბუ“- ცამეტი წლის ასაკში დაიღუპა. ამის შესახებ “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე მისმა მეპატრონემ განაცხადა.
მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავდა.
როგორც ცნობილია „ბუ“-ს გულთან დაკავშირებული პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც მისი საუკეთესო მეგობარი ძაღლი „ბადი“ დაიღუპა.
„ვფიქრობთ, რომ ის იმდენად განიცდიდა „ბადი“-ს წასვლას, რომ ვერ გაუძლო ამ დარდს. მან წელიწადზე მეტ ხანს გაძლო და ახლა დაგვტოვა”, – წერს სოციალურ ქსელში „ბუ“-ს მეპატრონე.

კომენტარები

სხვა სიახლეები