მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ სიმღერაში მოსინჯა ძალები (ვიდეო)

 მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ მისეული ინტერპრეტაციით სიმღერა: „მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს“ მომღერალ დავით კენჭიაშვილის სტუდიაში ჩაწერა. როგორც მან “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, სიმღერის ჩაწერის იდეა სპონტანურად, სტუდიაში ყოფნისას გაუჩნდა და მაშინვე განახორციელა. გიორგი ამბობს, რომ მომღერლობის ამბიცია არ აქვს. „არაჩვეულებრივი მომღერლის დათო კენჭიაშვილის სტუდიაში ვიყავით, ვაკეთებდით ერთ-ერთი ფილმისთვის სიმღერებს, რომლის გადაღებებიც უნდა დაიწყოს. ექსპრომტად დამებადა იდეა, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი სიმღერა, რომელსაც ორი უნიჭიერესი მომღერალი – მეგი გოგიტიძე და ირინა ბაირამაშვილი მღერია, ჩემებურად შემესულებინა და ჩამეწერა. დათო ინსტრუმენტთან მივიდა და ერთი ცდით გააკეთა არანჟირება. მე ვუკრავ, მე ვასრულებ სიმღერას, მგონი, ლამაზი გამოვიდა. მეგიმაც იცის, ირინამაც, გზა დამილოცეს, ასევე მადლობა გუჯა ბურდულს, რომლის სიტყვებიც არის აღნიშნული სიმღერის ტექსტში. ტერენტი გრანელს თავისთავად მადლობა, ასევე დათო კენჭიაშვილს დიდი მადლობა იმიტომ, რომ მის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. მომღერლობის ამბიცია არ მაქვს, უბრალოდ ექსპრომტად ჩავწერეთ ჩემი საყვარელი სიმღერა ჩემებური ინტერპრეტაციით. სიმღერის ვიდეო YOUTOBE-ზე აიტვირთება და ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია ნახოს და მოსიმინოს“, – აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას გიორგი ვარდოსანიძემ.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=vdcvFSv2rVs[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები