ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა რობერტ დაუნმა უმცროსმა სააღდგომო კურდღლის კოსტიუმი მოიზომა. ვიდეო ინტერნეტსივრცეში ვრცელდება. რგოლი საქველმოქმედო მიზნით ფონდ Random Act Funding-ის მხარდასაჭერად გადაიღეს. ეს ფონდი თავად მსახიობსა და მის მეუღლეს ეკუთვნის. წელს წყვილი რამდენიმე ორგანიზაციისთვის სახსრებს აგროვებს, რომ დაავადებულ ბავშვებს მათი სურვილები აუსრულონ. რობერტ დაუნი თაყვანისმცემლებს სახსრების გადარიცხვას სთხოვს და ამის სანაცვლოდ მათ დასაჩუქრებას სთავაზობს. საჩუქრების შორისაა ფილმის – „შურისმაძიებელი: წინააღმდეგობა“ სპეციალურ ჩვენებაზე დასწრება, მსახიობთან ფოტოსესიის მოწყობა და რობერტის მონაწილეობით ჯიმი ფელოუს შოუზე დასწრება. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ჰოლივუდის ვარსკვლავმა და მისმა მეუღლემ ბავშვთა კლინიკებისთვის 2 მილიონი დოლარი მოაგროვეს.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=m9RY3SHyTjE[/youtube]