“მოკლეს და ჩამოკიდესო” – შემზარავი ვერსია თერჯოლაში 11 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

რამდენიმე დღის წინ თერჯოლაში 11 წლის ბავშვი ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიების ფარგლებში კი სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი ბიჭის მამა დააკავეს. მეზობლებისა და ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი შვილზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ხშირად ძალადობდა, ბოლო ორი დღის განმავლობაში კი სახლში ჰყავდა გამომწყვდეული და არსად უშვებდა.

მეზობლები “მთავარ არხთან” ახალ ვერსიაზეც ალაპარაკდნენ. ისინი ვარაუდობენ, რომ მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა და თვითმკვლელობის ინსცენირება გაითამაშა, ცხედარი თოკზე ჩამოკიდა.

„მოკლეს და ჩამოკიდესო ამბობენ, რამდენად მართალია არ ვიცი. ისე, მამამისი სულ სვამდა და ცოლს სცემდა. ცოლთან საშინლად აგრესიული იყო“, – ამბობენ მეზობლები.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები