ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 25 აპრილის პროგნოზს “ფორტუნასთან” აკეთებს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს:
“დღევანდელი დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ნეგატიური ენერგიებით. მოიმატებს პროვოკაციების წარმოქმნის ტენდენციები. დღე ასევე გეომაგნიტურია, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი. გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, დახურულ სივრცეში ყოფნას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას.
ჯანმრთელობა – ბრონქების ზონა, ფილტვები, ხელები და მხრები.
დღის ფერები და მინერალები – კრემისფერი, მწვანე, ლიმნისფერი და ცისფერი, ეს ფერები გაზრდიან თქვენს შარმს. მინერალებიდან გამოიყენეთ თოპაზი, ციტრინი, აქვამარინი, გიაცინტი და ლაბრადორი, ეს მინერალები სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძთათვის და ტყუპებისთვის, ნეგატიურია მორიელისა და თხის რქისთვის”, – აცხადებს ასტროლოგი.