„მკვლელი სიყვარული, ციხე ბაირამობაა“ – რას წერენ თემქაზე მომხდარ ტრაგედიაზე სოცქსელში

თემქაზე, გუშინ მოკლული გოგონასა და მის გარშემო დატრიალებული ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში არ წყდება სამძიმრის წერილებისა და განცხადებების გაკეთება.
„ძალიან ვწუხვარ კიდევ ერთი ასეთი ანგელოზის ტრაგედიას. ვიზიარებ იმ ტკივილს, რასაც განიცდის მამუკას ოჯახი. გული მტკივა და გისამძიმრებთ ყველას. საშინელებაა და დედამიწაზე გამეფებული გაუგონარი ბოროტება. ნუთუ ასეთი ფაქტები დიდი სიყვარულის ბრალი შეიძლება იყოს?“
„ვერ ვიჯერებ და არც მინდა, რომ დავიჯერო. ღმერთო 12 წელი ვიყავით ერთად, ერთ კლასში. განადგურებული ვარ“.
„მკვლელი სიყვარული? მოძალადე მკვლელი “მამრები”! რა ოჯახში იზრდებიან ნაგვები! არანაირი პატივისცემა აღარ აქვთ ქალის მიმართ.. პატივისცემაზე აღარაა ლაპარაკი… ცხოველივით ხოცავენ იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად უყვართ? ეს სიყვარულია? ვინ მოგცათ უფლება, უფლისგან ბოძებული სიცოცხლის ხელყოფის?! ჯოჯოხეთის “პასაჟირებო”, თქვე მანიაკის გაზრდილებო!”
„როგორი სირცხილია ამ ქვეყანაში ცხოვრება!!!“
„უკვე სათვალავიც ამერია…“
„მკვლელი ციხეში კი არ უნდა გაუშვა, შუა ქუჩაში, წამებით უნდა მოკლა სხვებისთვის მაგალითი რომ იყოს…“
„როგორ უნდა გაიმეტო ეს გოგო სასიკვდილოდ, არ ვიცი“
„რამ გაგამწარათ ეს ხალხი, რეები ხდება, ერთმანეთს როგორ იმეტებთ, იმენა ცხოველები ხართ გამხდარი“.
„გული მტკივა. ეს არის ტრაგედია, კოშმარი, უსამართლობა და სიზმარი, რომელიც გინდა რომ მალე დამთავრდეს!!!!“
„რა ზიზღია ხალხში, როგორ გაიმეტა“.
„ციხე? – ბაირამობაა მკვლელისთვის. მოიხდის სასჯელს ან შეწყალებით გამოუშვებს ჩვენი უნიათო ხელისუფლება და კიდევ სხვა დედას გაამწარებს. მას იცით, რა უნდა ვუყოთ? შევკრიბოთ ხალხი და ყველას ვაყურებინოთ, როგორ ავათლით სათითაოდ ხორცს, ცოცხლად. იმაზე მეტად უნდა აწამო, ვიდრე ანიმ განიცადა, სანამ სული ამოხდებოდა და მაგალითი უნდა აჩვენო სხვას, მსგავსი ქმედებისას რა მოელის. სრულიად უცხოა ეს გოგო ჩემთვის, მაგრამ შემძრა ამ ამბავმა. ეს, სადამდე დავეცით ხალხნო? ქართველები ქართველებს აღარ ვინდობთ და უმოწყალოდ ვხოცავთ. ვაი, შენს დედას, ანგელოზო!“
„ჩემი უთბილესი და უტკბილესი გოგო. საშინლად მენანები, საშინლად…“
„რამდენი მკვლელი დააბიჯებს ჩვენს გარშემო განა რა დააშავა ისეთი რომ ვიღაც ადგა და სიცოცხლით სავსე გოგონა სადისტურად მოკლა! სრულიად უცხოა ეს ადამიანი ჩემთვის მაგრამ ძალიან განვიცდი. როგორ იმეტებთ ასე ერთმანეთს? კარგით რაა გეყოფათ!“
20 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი, სახლთან ახლოს, გუშინ დილით იპოვეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარიდან რამდენიმე საათში მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული ლ.გ. გარდაცვლილის შეყვარებული იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები