გადაცემა „ფარული კონვერტის“ სტუმარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იყო. 5 ათას ლარიანი კითხვა, ე.წ. ფარული კონვერტი კი მოითხოვდა იმ ცნობილი ჟურნალისტი ქალბატონის დასახელებას, რომელთანაც ასტროლოგს წლების წინ ფარული რომანი ჰქონდა.
მიხეილ ცაგარელმა პასუხისგან თავი შეიკავა და კონვერტი დაწვა.
“ეს იყო ბევრი წლის წინ. ის ძალიან ლამაზი და ეშხიანია. ჟურნალისტია და ჰქონდა პოლიტიკასთანაც კავშირი. რაც შეეხება დაშორების მიზეზს, მას ჰქონდა ოჯახი და მე გადავწვიტე, რომ ოჯახი არ უნდა დანგრეოდა. ჩვენ დღეს ძალიან კარგი მეგობრები ვართ”, – განაცხადა ასტროლოგმა.