საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად კი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში მირგოროდთან ახლოს, საკურორტო ზოლში მამული შეიძინა, რომლის ტერიტორიაზეც ორი აგარაკია.
როგორც ადგილობრივი მედია ვარაუდობს, აღნიშნული მიუთითებს, რომ პოლიტიკოსს დიდი ხნით აქვს ქვეყანაში დარჩენა გადაწყვეტილი.
უკრაინის პოპულარული გამოცემა “სტრანა“ საჯარო რეესტრის ამონაწერს აქვეყნებს და სტატიაში წერს რომ, სააკაშვილის სახლებიდან მდინარის სანაპიროზე პირდაპირი გასასვლელია.