მიწისქვეშა თბილისი – “საიდუმლო გვირაბი, რომლის მშენებლობაც 4 წელი გრძელდებოდა”

ფეისბუქ გვერდი “მსოფლიოს უცნაური ადამიანები და მოვლენები” თბილისის შესახებ ერთ-ერთ ისტორიას აქვეყნებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის ქვეშ უზარმაზარი გვირაბებია, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში ააშენეს.
“იცოდით რომ თბილისის ქვეშ უზარმაზარი საიდუმლო გვირაბებია? მას მიწისქვეშა თბილისს უწოდებენ. გვირაბის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას გრიფით საიდუმლო ადევს.მათი მშენებლობა გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო და მაღალჩინოსნები სხვადასხვა საშიშროების დროს იყენებდნენ.
გვირაბები მოიცავს ოთახებს, სადაც ინახებოდა საიდუმლო მასალები და სწორედ აქედან უკავშირდებოდნენ კრემლს. ერთი გვირაბის სიგრძე 1300მეტრია.ის ისეა აშენებული, რომ ატომურ დარტყმასაც უძლებს. მის მშენებლობაში, რომელიც 4 წელი გრძელდებოდა, ასობით გერმანელი ტყვე მონაწილეობდა. დღეს ეს გვირაბი სრულიად მივიწყებულია,თუმცა არსებობენ ადამიანები,რომლებიც თავიანთ თავს “დიგერებს” უწოდებენ. „დიგერი“ ინგლისური სიტყვაა და მთხრელს ნიშნავს. ეს ადამიანები თბილისის მიწისქვეშა ქალაქს დღესაც იკვლევენ. თქვენ ფოტოზე ხედავთ ნახაზს, რომელიც გვირაბებს ასახავს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები