მიქელანჯელოს, და ვინჩისა და რემბრანდტის მაზუთიანი პერსონაჟები – ავტომექანიკოსებმა რენესანსის ეპოქის ფერწერა გააცოცხლეს (ფოტოკოლაჟი)

ეს ფოტოები მიქელანჯელოს, ლეონარდო დავინჩის, ან რემბრანდტს რომ ენახათ, ალბათ საფლავშივე გადაბრუნდებოდნენ… ამერიკელმა ფოტოგრაფმა ფრედი ფაბრისმა რენესანსის ეპიქის ნახატების თანამედროვე და ორიგინალური ვერსიები შექმნა.

იდეა მას დასავლეთ ამერიკის ერთ-ერთ ავტოფარეხში სტუმრობისას დაებადა. „და რატომაც არა?!“ – გაიფიქრა მხატვარ-ფოტოგრაფმა და გადაწყვიტა მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული მხატვრების სტილი, მათი ნამუშევრების ახლებურ, მისეულ  ვერსიაშიც დაეცვა.

გთავაზობთ პლანეტის ყველაზე ცნობილი მხატვრების უნიკალური ტილოების თანამედროვე ინტერპრეტაციებს, რომლებიც ღიმილს ნამდვილად მოგგვრით.

ფრესკის „ადამის შექმნა“ მოტივებზე – მიქელანჯელო

1

“საიდუმლო სერობას” მოტივებზე – ლეონარდო და ვინჩი

2

ავტომექანიკოსები რემბრანდტის სტილში

3 4 5

“ექიმ ტულპის ანატომიას” მოტივებზე – რემბრანდტი

6

კომენტარები

სხვა სიახლეები